ახალი ამბები
ქარელში უსახლკარო ოჯახს ბაზრის კვლევის შემდეგ კონტეინერი შეუძინეს
2024 წლის 4 მარტს ქარელის მერიას მიმართა მოქალაქემ, რომელიც აღნიშნავდა, რომ ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, არ აქვს სახლი და ხშირად უწევს ღია ცის ქვეშ ცხოვრება.

როგორც მერიაში აცხადებენ, 21 მარტს ჩაატარეს ბაზრის კვლევა:

,,დაინტერესება გამოხატა 3 (სამმა) პრეტენდენტმა, რომელთაგან ყველაზე დაბალი ფასი შემოგვთავაზა შპს ევრო კონსტრუქტორმა, ღირებულებით 19 153 (ცხრამეტიათასასორმოცდაცამეტი) ლარი'' - აღნიშნავს მერიის საფინანსო სამსახურის სპეციალისტი ტრისტან მელაძე.

პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება კომპანიასთან 2024 წლის 21 მარტს გაფორმდა.

იმავე 21 მარტს მერიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა იმისათვის, რომ ხელშეკრულება მართლზომიერად ყოფილიყო ცნობილი.

25 მარტს შესყიდვების სააგენტომ მერიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და გარკვეული დეტალების დაზუსტება დაავალა ერთი დღის ვადაში.

მერიამ 25 მარტს ვერ დააზუსტა მოთხოვნა, ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით. ამიტომ, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მართლზომიერად ცნობა განმეორებით, 2024 წლის 1 აპრილს მოითხოვა.

3 აპრილს შესყიდვების სააგენტომ 21 მარტის ხელშეკრულება მართლზომიერად მიიჩნია იმის გამო, რომ საკითხი ეხება სოციალურად დაუცველ ოჯახს, თუმცა იქვე განმარტა, რომ წარმოდგენილ ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მერიას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები