რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
თემურ ცხურბათი: ,,ის, რომ ევროპამ ქართველებს ვიზალიბერალიზაცია მისცა, ეს სამხრეთ ოსეთის დადებით ფაქტორად მიმაჩნია"
ცხინვალელი ჟურნალისტი თემურ ცხურბათი ამბობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ქართველი და ცხინვალელი ახალგაზრდები თანასწორ პირობებში მოსალაპარაკებლად დასხდებიან. ამის იმედს საქართველოსა და ევროპას შორის არსებული ურთიერთობა აძლევს. მისი თქმით, ქართველი ახალგაზრდები განათლებას ევროპაში იღებენ და სხვა ღირებულებებს იძენენ. კონფლიქტიდან 40-წლის შემდეგ კი, უკანა პლანზე ის ადამიანები გადაინაცვლებენ, რომლებსაც მწარე მოგონებები აქვთ.

თემურ ცხურბათთან ვრცელი ინტერვიუ სტუდია რე-მ ჩაწერა. 45-წუთიან ინტერვიუში მამუკა ყუფარაძე და თემურ ცხურბათი, 90-იანი წლებისა და მის შემდეგ არსებულ ურთიერთობების შესახებ, საუბრობენ.

90-იანი წლების მიმოხილვის შემდეგ, დიალოგი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდზე გაგრძელდა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების შესახებ, გამართული დიალოგიდან: (სტილი დაცულია)

თემურ ცხურბათი: ,,ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა შექმნა არა ოსურმა გონებამ, ან ოსურმა მამაცობამ, არამედ ის შექმნა ქართველ პოლიტიკოსთა ჯგუფის სიბეცემ. რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთი და ჩვენ დამატებით თავისუფლების სული ჩაგვბერა. პირადად მე არ შემიძლია დავადაბლო ჩემი სტატუსი, მე უკვე მას შევეჩვიე. მე მივეჩვიე, რომ ჩვენ რესპუბლიკა ვართ. გვაღიარებენ, არ გვაღიარებენ, ეს არ არის მთავარი. მთავარია, შენ შენთავს როგორ აღიქვამ. ადრე ჩემი თავი საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქედ მიმაჩნდა. შემდეგ სამხრეთ ოსეთის. ახლა კიდევ უფრო ამაღლდა ჩემი სტატუსი. ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი - ყველა ამას ასე უდგება.

მამუკა ყუფარაძე - იქნებ ეს თამაშია იმ ძლიერი სახელმწიფოსგან სტატუსის მოცემა, რომელიც რეალურად, თქვენც კარგად იცით, რომ არ არის განხორციელებული.

თემურ ცხურბათი: ,,სტატუსი ვიღაცის მიერ აღიარებულია, ვიღაცის მიერ არა, მაგრამ მე ხომ გეუბნებით, მთავარი ის არ არის გვაღიარებენ თუ არა. ის აღიარებულია ოსების უდიდესი ნაწილის სულებში. ანუ ჩვენ გაგვიჩნდა სულისკვეთება, რომ ჩვენ ქვეყანა ვართ, რომელიც აღარ არსებობდა დაახლოებით 600 წელი. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ოდესღაც ვიყავით ქვეყანა და, სწორედ, ეს სული ჩაგვბერეს ხელახლა. რა თქმა უნდა, ეს თამაშიცაა. მე ეს კარგად მესმის. მაგრამ ამ თამაშში ჩვენ გვაქვს ლუფტი. და ამ ლუფტის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია სერიოზულად გავიუმჯობესოთ ეკონომიკური მდგომარეობა. დავუმტკიცოთ მთელ სამყაროს, პირველ რიგში კი, საქართველოს, რომ ჩვენ შეგვიძლია რესპუბლიკის აშენება. მე ჩემი თვალებით ვხედავ, რომ საქართველოში იზრდება ამის გაგება. საქართველო მიდის წინ, ვითარდება და ზოგიერთი სტერეოტიპისგან უნდა განვთავისუფლდეთ. და, ალბათ, 15-20 წლის შემდეგ... მოდით ასე ვიტყვი, მე არც ისეთი კარგი ქრისტიანი ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაგვრჩა 29 წელი იმ მომენტამდე, სანამ ჩვენ ყველაფერი დაგვილაგდება. რატომ 29 წელი? ანუ 11 წელი უკვე გავიდა ჩვენი აღიარებიდან და საჭიროა ოსებსა და ქართველებს დაავიწყდეთ ის წარსული მოგონებები. მოსე წინასწარმეტყველი 40 წელი ატარებდა ხალხს უდაბნოში და მხოლოდ ამის შემდეგ ადამიანები მიაღწევენ შეთანხმებას თანასწორობის პირობებზე.

მამუკა ყუფარაძე: ყველაფერი არის მოსალოდნელი, ყველანაირი განვითარება შეიძლება პოლიტიკურიც, მე ამას თეორიულად ვუშვებ, მაგრამ ქართველის პოზიციიდან მართლა მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ როდისმე ქართული საზოგადოება შეეგუოს იმას, რომ საქართველოს ცენტრში სხვა სახელმწიფო იყოს. თუმცა, ამაზე ახლა ნუ ვიკამათებთ, უბრალოდ, ერთი რამე მინდა ვთქვა - შემიძლია, ასე დარწმუნებით ვთქვა, რომ სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელ ოსებს დამოუკიდებლობაზე არ უფიქრიათ, სანამ კონფლიქტი არ გახურდა.

თემურ ცხურბათი:
- ,,ნუ ჰო, ჩემი თავიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად ეგრე იყო.

მამუკა ყუფარაძე - ,,ანუ მეორენაირად რომ ვთქვა, აი ამ ომმა, კონფლიქტმა და დაპირისპირებამ ოსები მიიყვანა იმ იდეამდე, რომ მათთვის მოსახერხებელი იყო ქართველების გარეშე ცხოვრება ან სხვა ქვეყანაში ან დამოუკიდებლად. ასე ჰო? მე ასე გავიგე.

თემურ ცხურბათი: - ,,ესეა. ჩვენი თვითშეგნება გაიზარდა წინააღმდეგობებზე. ანუ ჩვენ მიგვიმწყდიეს კუთხეში. ჩვენ გასაქცევი არსად გვქონდა. რუსეთი ჩვენ არ გვიღებდა. საქართველო ცდილობდა შევევიწროვებინეთ და ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. ფაქტობრივად, ეს იყო იძულებითი ქმედება. მაგრამ ახლა ეს უკვე გააზრებულია და ახლა სამხრეთ ოსეთში ორი მოძრაობაა. ერთი ნაწილი ცდილობს შეამციროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსი და რუსეთს შეუერთოს, რაც მე უკან გადადგმული ნაბიჯი მგონია და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ეს თუ მოხდება, რუსეთის წინააღმდეგ მე არ ვიბრძოლებ და არც მგონია რუსეთის წინააღმდეგ ვინმემ იბრძოლოს, მაგრამ რუსეთს თავადაც არ სჭირდება, რომ ჩვენ მისი ნაწილი გავხდეთ. ამიტომ, მე იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მეტად საქართველოს იმედი მაქვს; ის, რომ ევროპამ ქართველებს ვიზალიბერალიზაცია მისცა, ეს სამხრეთ ოსეთის დადებით ფაქტორად მიმაჩნია. ქართველი ახალგაზრდები სერიოზულ განათლებას იღებენ ევროპაში და ევროპაში აბსოლუტურად განსხვავებული გაგებები და პრინციპებია. და აი მე თქვენი მესმის და მესმის, როგორი ძნელია დაინახო სხვა რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში... "

მამუკა ყუფარაძე - შუაგულში

თემურ ცხურბათი
- ,,ჰო შუაგულში, საქართველოს სსრკ, მეც ასე ვიტყვი, მაგრამ ეს თქვეთვის არის ასე. ამიტომ ვამბობ, საჭიროა, კიდევ 29 წელი, როდესაც ჩვენ გავხდებით ბაბუები და ჩვენ აღარავინ არაფერს გვკითხავს და ვიმედოვნებ, ჩვენი შვილები თანაბარ პირობებში შეძლებენ მოლაპარაკებას. "

იხ. ვრცლად ინტერვიუ
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.