რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და ამ დაავადების რისკის ქვეშ მყოფ პირთა მხარდამჭერი პროექტი დასრულდა
,,გორი ლაიონს ქლაბის" წევრებმა დაასრულეს პროექტი, რომლის მიზანი,
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და ამ დაავადების რისკის ქვეშ მყოფ
პირთა მხარდაჭერა იყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
პროექტის წარმომადგენელი ლელა წურწუმია ესაუბრა.
მისი თქმით, პროექტის განხორციელების დროს, ბენეფიციარებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს. რამდენიმე ბენეფიციარმა დიაბეტთან ბრძოლას წარმატებით გაართვა თავი:
,,ჩვენი პროექტის ერთ-ერთ წარმატებად ის ფაქტი მიგვაჩნია, რომ ჩვენს ტრენინგებზე დასწრების შემდეგ, მოქალაქეებმა ცხოვრებისა და კვების წესი შეცვალეს. საინფორმაციო შეხვედრების დროს, გამოცდილი სპეციალისტები მათ საჭირო ჩვევებს და უნარებს აცნობდნენ. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ადამიანებმა ცხოვრების წესის შეცვლა ტრენინგებიდანვე დაიწყეს" - აცხადებს ლელა წურწუმია.
პროექტის ფარგლებში ემერჯენს ჯგუფის წევრებმა შვიდი 4-დღიანი ტრენინგი ჩაატარეს. გაიმართა საინფორმაციო აქციები სხვადასხვა დასახლებებში, მათ შორის, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. მოსახლეობას დიაბეტისა და ჭარბი წონის შესახებ ბუკლეტები დაურიგეს.
პროექტის მიზანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და შაქრიანი დიაბეტის რისკის ქვეშ მყოფ პირთა სწავლების გზით საკუთარ თავზე დაკვირვებისა და თვითკონტროლის უნარების განვითარების ხელშეწყობა, პაციენტების ორგანიზმში შესაძლო სხვა პარალელური დაავადების გართულების პრევენციისთვის საჭირო უნარებით აღჭურვა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სწორი მკურნალობით და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებით.
,,პროექტი იყო საინტერესო ინტერაქტიული ბენეფიციარების საჭიროებაზე მორგებული, მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს" - აღნიშნა ლელა წურწუმიამ.

ამავე კატეგორიაში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით,
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ზვავში,
პირველად ისტორიაში
დღეს დილით ავტობანზე ავტოსაგზაო
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები.
დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4
ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან
თოვლში გადმოვარდა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები