ახალი ამბები
,,ახალბაღში" ნეშტის მოსაძებნად ტრაქტორი მიიყვანეს
გორის ,,ახალბაღში" ტრაქტორი მიიყვანეს. კარავის შიგნით მიწას თხრიან და გარდაცვლილი ბავშვის ნეშტს ეძებენ.

მიწის ქვეშ სამძებრო სამუშაოები გუშინ 3 დეკემბერს დაიწყო და დღეს დილით განახლდა.

შს სამინისტროს წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. საფლავის სავარაუდო ადგილი მიწის სკანერის (ე.წ. გეოლოკატორის) საშუალებით დაადგინეს.

ექსპერტები ტერიტორიას 16 ნოემბრიდან მიწის სკანერით (ე.წ. გეოლოკატორი) ამოწმებდნენ.

21 ნოემბერს შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ კრიმინალისტები ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილზე მუშაობენ.

„2004 წელს მომხდარ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა იაგო ნებიერიძე და მოგვცა დამატებითი ჩვენება. ჩვენების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დათვალიერებული იქნა მითითებული ადგილი და აღებულ იქნა დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მასალის შესწავლა.“- ამბობს კახაბერ საბანაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები