ახალი ამბები
„თუ თქვენ ოსები ხართ, ეს ჩვენი მიწაა და რუსები გიყენებენ. თუ რუსები ხართ, მაშინ ოკუპანტები ხართ"
„თუ თქვენ ოსები ხართ, ეს ჩვენი მიწაა და რუსები გიყენებენ. თუ რუსები ხართ, მაშინ ოკუპანტები ხართ და თავადაც იცით, რომ ჩემს მიწაზე ხართ, ქართულ მიწაზე“

„ჩვენ აქ ახლა 6–7 კაცი ვართ. უფრო მეტი ვიქნებით და კამერების, მსოფლიოს თვალწინ ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ. მოგიწევთ იმ ადამიანების მოკვლა, რომლებიც საკუთარ მიწას თქვენგან დაიცავენ. ეს დაიხსომეთ და თქვენიანებს გადაეცით. აქედან არ წავალთ. თუ დააპირებთ, რომ ერთი ბოძი მაინც დადგათ, მოგიწევთ, გვესროლოთ. ამისთვის მზად ვართ. იარაღის გარეშე იმიტომ კი არ ვართ, რომ მისი გამოყენება არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ მართლები ვართ. ეს ჩვენი მიწაა და უიარაღო 100–ჯერ უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ის, ვინც ჩემს მიწაზე იარაღით მოვა“

მიმართა მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ სოფელ ატოცთან მყოფ ე.წ. მესაზღვრეებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები