ახალი ამბები
რელიგიის სააგენტოს დასახმარებლად გორში მოქმედმა ყველა კონფესიის წარმომადგენელმა მიმართა
გორში მოქმედ ყველა კონფენსიის წარმომადგენელს საქართველოს რელიგიის სააგენტოსადმი მიმართული აქვს განცხადება დახმარების მიზნით. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სააგენტოს წარმომადგენელემა, ვალერიან ლილუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, განცხადებები ეხება ძირითადად საკულტო ნაგებობების გადაცემის ან დარეგისტრირების შესახებ თხოვნას:

,,ერთ-ერთი ბოლო ფაქტის შესახებ, რაც მახსენდება, არის ის, რომ სახელმწიფოსა და ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით, პროტესტანტულ ეკლესიას (ორმოცდაათიანელები) გორში გადაეცათ და დაურეგისტრირდათ საკულტო ნაგებობა. რაც შეეხება კათოლიკებს, მათი მოთხოვნის შესახებ არ მახსენდება რამე, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ჰქონდეთ მომართვა" - განაცხადა ვალერიან ლილუაშვილმა.

რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელმა გორის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, სასულიერო პირების ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა ჩაატარეს.

შეხვედრაზე მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკური ცენტრის ,,გირჩის" მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობა. გორის ეპარქიის წარმომადგენლების განცხადებით, დაუშვებელია ,,გირჩის" რელიგიურ ორგანიზაციის წევრებს ეწოდოთ ,,ეპისკოპოსი".

ხაშურის ეპარქიის წარმომადგენლების განცხადებით, ,,გირჩი" ანსტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა და არ იყო აუცილებელი მისი დარეგისტირება. მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რომ რელიგიური ორგანიზაციების დარეგისტრირების პროცედურები არ იყოს ისეთი მარტივი, როგორც ეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითაა განსაზღვრული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები