ახალი ამბები
არქეოლოგი: ,,ახალბაღში ნაპოვნი ძვლები აღმოჩნდა ცხოველისა"
გორის ახალბაღის პარკში ნაპოვნი ძვლები ცხოველისა აღმოჩნდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა განუცხადა.

ის სამართალდამცველებმა მას შემდეგ მიიწვიეს, როდესაც მიწის ქვეშ ძვლის ფრაგმენტები იპოვეს. პოლიცია 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ნეშტს ეძებს.

,,ვიმყოფებოდი დღეს გორში ახალბაღის ტერიტორიაზე. ვნახე ტერიტორია და ნაპოვნი მასალა. ამ ეტაპზე მხოლოდ ცხოველებიის ძვლებია აღმოჩენილიო. გავმართე საკონსულტაციო შეხვედრა, თუ  რამდენად სწორედ მიმდინარეობს გათხრები, რომ არ მოხდეს რაიმე შეცდომის დაშვება. მიწას ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე თხრიან ფენების მიხედვით. შეცდომის დაშვების ალბათობა არის მიზერული. " - განაცხადა ვახტანგ ლიჩელმა.

გორის ახალბაღის პარკში სამძებრო ღონისძიებები 2018 წლის 16 ნოემბერს დაიწყო. 3 დეკემბრიდან კი პოლიციელებმა მძიმე ტექნიკა ჩართეს. მიწის სკანერის მეშვეობით იმ ადგილების თხრა დაიწყო, სადაც სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, მიწის ნიადაგზე ცვლილებები შეინიძნებოდა:

,,სკანერი ვერ ამჩნევს ძვლებია მიწის ქვეშ თუ სხვა რამ ნივთიერება. მისი მეშვეობით მხოლოდ ის დგინდება, განხორციელდა თუ არა რამე ზემოქმედება მიწიაზე" - აღნიშნავენ შსს-ში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები