სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მინისტრები შეხვდებიან. ამის
შესახებ გორის მერმა ავტობანზე მყოფ საპროტესტო აქციის მონაწილეებს
განუცხადა.
მინისტრებთან შეხვედრა გორის მერიაში 16 საათზე გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის (ტირძნისი, მერეთი, თერგვისი
და ა.შ.) მოსახლეობამ აქცია ჯერ გორის მერიასთან გამართა,
შემდეგ ავტობანზე გზის გადასაკეტად წავიდნენ.
3-დღის წინ სეტყვამ და ქარმა 15-მდე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსავალი
გაანადგურა.
სტატიის გამოყენების პირობები