პოლიციამ სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას ავტობანის გადაკეტვის საშუალება არ მისცა
გორთან ახლოს, სოფელ სვენეთის სიახლოვეს, სტიქიისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ ავტობანის გადაკეტვა სცადა. მცდელობა პოლიციის წარმომადგენლებმა აღკვეთეს.

აქციის მონაწილეებს სურთ მთავრობის წარმომადგენლებს იმ ადგილზე შეხვდნენ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გორის მერი მათ მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ეპატიჟება. კოტე თავზარაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრი და მისი წარმომადგენლები გორში 16 საათზე ჩავლენ.

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის (ტირძნისი, მერეთი, თერგვისი და ა.შ.) მოსახლეობამ აქცია ჯერ გორის მერიასთან გამართა, შემდეგ ავტობანზე გზის გადასაკეტად წავიდნენ.

3-დღის წინ სეტყვამ და ქარმა 15-მდე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსავალი გაანადგურა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები