ახალი ამბები
პოლიციელები, რომლებმაც ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს
ის პოლიციელები, რომლებმაც 10 ივნისს გამთენისას ქართლი.ჯის ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, იდენტიფიცირებულია.

ერთ-ერთ მათგანი რამაზ გრიგალაშვილია. სწორედ ის ცდილობდა ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმევას.

მეორე პიროვნებამ კი, რომლის სახელი და გვარი ზუსტდება, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქმე ეხება ავტოავარიას, რომელიც გორთან, ავტობანზე მოხდა. პოლიციის მანქანა, რომელსაც სავარაუდოდ მაღალჩინოსანი მართავდა, ამოტრიალდა და ბორდიურს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალისტს პოლიციელებმა გადაღების უფლება არ მისცეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ავარიის ამსახველი ფოტო მდინარე ლიახვის მეორე ხიდიდან გადაიღო.

ამავე თემაზე: ⬇️

გორთან პოლიციის მანქანა ამოტრიალდა - ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

შსს-ს განცხადება ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე

ეთიკის ქარტია ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელშეშლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს


Print

სტატიის გამოყენების პირობები