სხვადასხვა
ვინ არის პოლიციელი, რომელმაც Qartli.ge-ს რედაქტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დაადგინა იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველი, რომელმაც წიწიკაშვილს ზურგის არეში ჩაარტყა, გორის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ალექსანდრე ოხანაშვილია.

საქმე ეხება 10 ივნისის ღამეს, ცენტრალურ მაგისტრალზე, მდინარე ლიახვის ხიდზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ჟურნალისტს სამართალდამცველებმა ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქების საშუალება არ მისცეს. პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, საბა წიწიკაშვილს დღეს გამოკითხავენ.

ამავე თემაზე: პოლიციელები, რომლებმაც ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები