13 ივნისი საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა
13 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. აღნიშნულ თარიღს გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი ღონისძიებით აღნიშნავს, რომელიც დღეს, 16:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურის ცენტრის შენობის წინ გაიმართება.
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გორის, ქარელისა და ხაშურის დღის ცენტრის ბენეფიციარები. მოხდება შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა და ინტეგრირებული კონცერტი მათივე მონაწილეობით.
ცენტრების აღსაზრდელებს, რიმელიც აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობენ, სადღესასწულო ვარცხნილობა სილამაზისა და ესთეტიკის სალონების ქსელმა "გოლდმა" გაუკეთა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები