გენო პეტრიაშვილმა ჭიდაობის მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო რეიტინგს სათავეში ქართველი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ჩაუდგა, რომელმაც 88 ქულით მეორე ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა. მეორე ადგილზე ჩინელი დენგი იმყოფება 77 ქულით, მესამე-მეოთხე ადგილებს კი 50-50 ქულით რუსეთის წარმომადგენელი ანზორ ხიზრიევი და თურქი ტაჰა აკგული იყოფენ.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპისპრიზიორი ავთო კენჭაძე (74 კგ) 58 ქულით მესამე ადგილზეა, მეორე ადგილს კი ამერიკელი ჯორდან ბაროუზი 63 ქულით იკავებს. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ ახალი მსოფლიო რეიტინგი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები