მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულების გაძვირება, მძღოლების
განცხადებით, ე.წ. ჩადგმული სკამების აკრძალვამ გამოიწვია.
17 ივნისიდან გორი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობა ძვირდება. ამის
შესახებ განცხადებას სამგზავრო გადაზიდვების კომპანია ავრცელებს.
განცხადება სალაროსთან უკვე გამოკრულია. მიკროავტობუსით მგზავრობის
ღირებულების გაძვირება, მძღოლების განცხადებით, ე.წ. ჩადგმული
სკამების აკრძალვამ გამოიწვია.
სალაროსთან გამოკრულ განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ გაძვირდა
საწვავ-საპოხი მასალები. გორი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობა 3
ლარი ღირს. ტაქსით კი, 5 ლარი.
სტატიის გამოყენების პირობები