ხაშურის მუნიციპალიტეტში, სურამთან მდებარე ხელოვნურ ტბაში მამაკაცი
დაიხრჩო.
მოქალაქეებმა 25 წლამდე ასაკის მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ტბა ხელოვნურ წყალსაცავას წარმოადგენს, რომელიც სურამის აღმოსავლეთით
მდებარეობს. იქ მდინარე სურამულადან გამავალი წყალი გროვდება და
მოსახლეობა მელიორაციისთვის იყენებს.
ხელოვნურ წყალსაცავაში ბევრი წყალმცენარე იზრდება, შესაბამისად, იქ
ბანაობა და მოქალაქეების ჩასვლა საფრთხეს წარმოადგენს. წყალსაცავთან
გამაფრთხილებელი ნიშანი არ დგას. გამოძიება გარდაცვალების ზუსტ მიზეზს
დაადგენს.
სტატიის გამოყენების პირობები