სომხეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გორში ლექციას წაიკითხავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანის ყოფილი მრჩეველი გორში ლექციას წაიკითხავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სადაც აღნიშნული შეხვედრა შედგება. არსენ ხარატიანის სალექციო თემა ,,ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში და მისი შედეგები’’ იქნება. შეხვედრა 20 ივნისს, 17:00 საათზე დაიწყება.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები