მდინარე სურამულას კალაპოტის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი გასაწმენდია.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის
მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს. Qartli.ge-ს ადგილობრივმა
მცხოვრებმა მიაწოდეს ფოტოები, რომელიც პრობლემას ასახავს.
„ხაშურის მუნიციოპალიტეტს მდინარის კალაპოტის გაწმენდისთვის თანხები
არ გააჩნია. ამ ეტაპზე დონორი ორგანიზაციების მოძიება მიმდინარეობს
ფინანსური დახმარებისთვის, რათა მოხდეს სურამულას კალაპოტის გაწმენდა“
- უთხრა Qartli.ge-ს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის წარმომადგენელმა თათია ძინძიბაძემ.
იხ. ამავე თემაზე: სურამის მცხოვრები: ,,სურამულას
გასაწმენდმა კალაპოტმა გველების მომრავლება გამოიწვია“
სტატიის გამოყენების პირობები