ჯგუფი ,,სახე" მეჯვრისხევში (VIDEO)
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევში პოპულარულმა ჯგუფმა ,,სახე" კონცერტი გამართა. ადმინისტრაციული თემის ცენტრში რამდენიმე სოფლის (ჯარიაშენი, ახალუბანი, ზერტი, კირბალი) მოსახლეობა შეიკრიბა.

კონცერტის ჩატარებამდე ,,სახის" წევრებმა მავთულხლართები მოინახულეს. მომღერალმა დათო ფორჩხიძემ განაცხადა, რომ მას იმ სოფლების სახელები არასოდეს დაავიწყდება, სადაც მავთულხლართებია გავლებული და იმყოფებოდა.

სასცენო მომსახურებისთვის 3000 ლარი გამოიყო, ხოლო, გორის მერიის კულტურის ცენტრის გადაწყვეტილებით, კონცერტის მიმდინარეობისას ბიოტუალეტები დაიდგა.

კომპანია ,,კი კი"-ს ამისთვის 814 ლარს მიიღებს. ჯგუფი ,,სახე" 1998 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრებმა შარშან 20 წლის იუბილე ,,ბლექ სი არენაზე" აღნიშნეს. ამჟამინდელი წევრები არიან: დათო ხუჯაძე, დათო ფორჩხიძე და ბორიკო შხიანი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები