,,საქართველო მავთულხლართების გარეშე“- გორში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
,,საქართველო მავთულხლართების გარეშე“- ამ სახელწოდების აქცია გაიმართება დღეს 19:00 საათზე გორის ცენტრალურ მოედანზე. როგორც qartli.ge-ს ორგანიზატორებმა აცნობეს, მათი მთავარი მოთხოვნაა სახელმწიფომ დაიცვას კანონი ოკუპაციის შესახებ.

,,აქცია არ არის პოლიტიკური, ჩვენთვის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ გორში იგრძნობოდეს მუხტი იმისა, რომ საზოგადოება არ ეგუება ოკუპაციას! ამრიგად, გორელებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ორ ნაბიჯში რუსია, ჩვენ კი უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მათ არ მოახდინონ ჩვენი იდეოლოგიური ოკუპაცია! ველოდებით ყველას! მაისურებით, პლაკატებით, საყვირებით, დროშებთ და დიდი შემართებით, რომ გავაგონოთ ჩვენი ხმა ყველას.“-აცხადებენ ორგანიზატორები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები