გორში გიორგი კანდელაკის სახელობის ტურნირი იწყება
გორში სტარტს აიღებს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის XI საერთაშორისო ტურნირი კრივში ახალგაზრდებს შორის. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოდან აცნობეს. ტურნირზე პირველობისათვის იბრძოლებენ 9 წონით კატეგორიაში ირლანდიის, ყაზახეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდები.

აგრეთვე ახალგაზრდული გუნდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. შეჯიბრება დაიწყება დღეს, ნახევარფინალები ჩატარდება 22 ივნისს, ფინალური ბლოკი კი 23 ივნისს გაიმართება. სამივე საშეჯიბრი დღეს უმასპინძლებს გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა. ტურნირის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო. გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცემათ თასები, მედლები და ჯილდოები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები