ერთი კვირაა სოფელ ეზატის მკვიდრი, გ.მ. ქვათახევის მონასტერში
ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი სახლი დანგრევის პირასაა. ამბობს, რომ
სახურავი მთლიანად დაზიანებულია. გვთხოვა, რომ მისი ბინა
საკუთარი თვალით გვენახა.
qartli.ge სოფელ ეზატში მეზობლებს ესაუბრა. მეზობლების
თქმით, ისტორია საკმაოდ დრამატულია.
,,დაბადებიდანვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. დედამისი მასზე
ფეხმძიმედ იყო, როდესაც 9-წლის გოგონა დაეღუპათ. დედამ ფეხმძიმობის
დროს ინერვიულა და ამიტომაც შშმ ბავშვი დაიბადა. ახლა სულ მარტოა.
ერთი ძმა ჰყავდა და ისიც დაიღუპა" - გვითხრეს მეზობლებმა.
როგორც ირკვევა, ძმასაც ორი შვილი დარჩა, ისინიც შშმ პირები.
,,რძალი და ძმისშვილები თბილისში ცხოვრობენ. იმათაც თავიანთი თავი
გასჭირვებიათ. ამიტომ, დღეს მხოლოდ მეზობლები ვაქცევთ ყურადღებას. მის
სახლში ისევე წვიმს ხოლმე, როგორც გარეთ" - გვითხრეს ეზატელებმა.
სტატიის გამოყენების პირობები