ვაჟა მარგველაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ძიუდოს კლუბ ,,გოლდენ გორის" ძიუდოისტებმა, რომლებიც საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპულ თამაშებზე იღებდნენ მონაწილეობას მინსკის არენაზე ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სინჯის მედლები ერგოთ ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ) და ლუკა მაისურაძეს (81 კგ).

ხვალ ევროპის თამაშებზე გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ) გავა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები