"Summer Job" - საზაფხულო სამუშაო შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ სამუშაოს სთავაზობენ. "Summer Job" - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც USAID-ის პროექტ ,,ზრდასა"" და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად, ხორციელდება.

პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ, ახალგაზრდების დასაქმებისთვის ხელის შეწყობა და მეორეს მხრივ სათემო პრობლემების გადაჭრაში მათი ჩართულობის წახალისება.

დასაქმების მსურველები გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18-35 წლამდე ახალგაზრდები უნდა იყვნენ. პროგრამა ხორციელდება ამავე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების მხარდასაჭერად.

როგორც ცნობილია, სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერებისათვის  სუბსიდიის გაცემა  მოხდება და ამისთვის დაზარალებული სოფლების ახალგაზრდებს დაიხმარებენ. ახალგაზრდები 3 თვემდე ვადით საველე მონიტორის პოზიციაზე დასაქმდებიან.

საველე მონიტორის პოზიციაზე დასაქმებული ახალგაზრდები პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საორგანიზაციო პროცესებში ჩაერთვებიან. ამასთანავე კოორდინატორის ზედამხედველობის ფარგლებში მონიტორინგისა და საინფორმაციო საველე ვიზიტებს განახორციელებენ.

პროექტის ფარგლებში სულ 15 ახალგაზრდა შეირჩევა და გადამზადდება.

განაცხადის გაკეთების ბოლო თარიღია 7 ივლისი. პროგრამის განხორციელება 15 ივლისიდან დაიწყება. განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა :

შევსებული აპლიკაცია; CV;
პირადობის მოწმობის ასლი; დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ მითითებულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ; და სათაურში მიუთითონ "Filed monitor".

უპირატესობა მიენიჭება შემდეგ სოფლებში მცხოვრებ პირებს: მარანა; ტყვიავი; საქაშეთი; ვარიანის მეურნეობა; შინდისი; ყელქცეული; ქვ.ხვითი; ზემო ხვითი; ფხვენისი; ზემო ნიქოზი; ქვემო ნიქოზი; ერგნეთი; ტირძნისი; მეღვრეკისი; ბროწლეთი; თერგვისი; დიცი; ქორდი; არბო; მერეთი; კარბი; კოშკა; გუგუტიანთკარი; ზარდიაანთკარი; ქერე; ფლავი; ფლავისმანი; შერთული; ახრისი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები