ლადო ხინჩეგაშვილი ნახევარფინალშია და რუს მეტოქეს დაუპირისპირდება
მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნახევარფინალში გავიდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ მეოთხედფინალში მოლდოველი ანდრეი პერპელიცა 4:1 დაამარცხა.

ხინჩეგაშვილი ნახევარფინალში პრინციპულ მეტოქეს, რუსეთის წარმომადგენელ ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. 

ევროპული თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები