გორში ახალ ზებრა გადასასვლელებს წმინდაწყალზეც აკეთებენ. ამის გამო,
ცხინვალის გზატკეცილი გადაკეტილია.
ღამის განმავლობაში ,,თიბისი" ბანკიდან მაღაზია გალერეამდე
სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იქნება.
ერთი კვირაა გორში ქვეითად მოსიარულეებისთვის გადასასვლელები
წითელ და თეთრ ფერში კეთდება. ,,კეთილმოწყობის" სამსახურის დაკვეთით,
სამუშაოები დასრულდა სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირებზე.
სტატიის გამოყენების პირობები