საქართველოდან წამსვლელ ტურისტებს საზღვარზე საფერავს დაურიგებენ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს საზღვარზე 500 000 ბოთლ ღვინოს დაარიგებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიიღო.

ადმინისტრაციის ცნობით, ღვინოები ლარსის გამშვებ პუნქტზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დარიგდება.

,,ადმინისტრაციამ შეაფასა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში შემოსული/გასული ტურისტული ნაკადების რაოდენობა და კამპანიისთვის გეგმავს 300,000 ბოთლი 0,187 მ.ლ. და 200,000 ბოთლი 0,375 მ.ლ. წითელი
ღვინის (საფერავი) შესყიდვას, სავარაუდო ღირებულებით 1, 630,000 (მილონ ექვსაოცდაათი ათასი) ლარი." - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინიტრაცია განმარტავს, რომ ეს აქცია, ხელს შეუწყობს ღვინისა და სტუმართმოყვარეობის კულტურის ცნობადობის გაზრდას ასევე, კამპანიის ძირითადი გზავნილი იქნება, რომ ქვეყანა გამოხატავს კეთილგანწყობას საერთაშორისო ვიზიტორების მიმართ, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება მათ განწყობაზე და სურვილს აღუძრავს კვლავ დაგეგმონ ვიზიტი საქართველოში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები