ქარელში ე.წ. 60-ბინიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართის გაქირავება გადაიდო
ქარელის მერია ე.წ. 60-ბინიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართს აღარ გააქირავებს.

აღნიშნული საკითხი დღეს გამართული საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან მერიამ საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით უკან გაითხოვა.

აღსანიშნავია, რომ მერიის ამ ინიციატივას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით დაუშვებელია მწვანე ზოლში რაიმე მშენებლობის დაწყება.

იხ. ამავე თემაზე: ქარელში ,,60-ბინიანებში" მცხოვრები მოსახლეობა მერიის გადაწყვეტილებას გააპროტესტებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები