გორის მთავრობამ ბიისის განვითარება ,,ჯინო ფერედაისს“ შესთავაზა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილებამ ბიისის განვითარების 3 D მაკეტი მოამზადა.

როგორც განყოფილების ხელმძღვანელმა, რობერტ მაღლაკელიძემ qartli.ge-ს უთხრა, აღნიშნული ნამუშევარი ინვესტორებს საშუალებას მისცემს, დაინახონ ტანას ხეობის განვითარების პოტენციალი.

მისივე თქმით, მაკეტის გამოქვეყნების შემდეგ, გამოხმაურებები უკვე მიიღეს და დაინტერესებული პირები მერთან გადაამისამართეს.

,,ჩვენ შევადგინეთ ბიისის ჩანჩქერის პირობითი 3 D ფორმატის მაკეტი. გვინდა ინვესტორებს დავანახოთ, რომ ფულის ჩადების შემთხვევაში, განვითარების რა პოტენციალი აქვს ხეობას. გავავრცელეთ სოციალურ ქსელში და სამი გამოხმაურება უკვე მივიღეთ. სამივე გადავამისამართეთ მერთან. -აცხადებს რობერტ მაღლაკელიძე.


მისივე ინფორმაციით, ტურიზმის განყოფილებამ კიდევ რამდენიმე საინვესტიციო წინადადება მოამზადა და ინვესტორების ნაწილს, თავადაც პირადად შეხვდა.


„მე პირადად ველაპარაკე „ჯინო ფერედაისის“ მეპატრონეს, ვინც შექმნა ,,ჯინო ფერედაისი“ თბილისის გარდა საზღვარგარეთაც. მე ვუთხარი, საზღვარგარეთ გაკეთებას, აგერ ჩამოდი, თბილი წყელები გვაქვს ბიისში და ჩვენთან გააკეთე მსგავსი ცენტრი-თქო. წარმოიდგინეთ, მსგავსი რომ ატენის ხეობაში გაკეთდეს, ჩათვალეთ რომ დატვირთული იქნება არამარტო უცხოელებით, არამედ ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებითაც.“-გვითხრა მაღლაკელიძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები