ნოსტეში შუაუბნელები წყლის გარეშე არიან
სოფელ ნოსტეში წყილს მილების სარეაბილიტაციო სამუშობის გამო მოსახლეობის ნაწილს 10 დღის განმავლობაში სასმელი წყლი არ მიეწოდებოდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ნოსტეში მცხოვრებმა დიანა საღრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სასმელი წყლის პრობლემა უკვე დიდი ხანია არსებობს სოფელში.

,,დიდი ხანია ნოსტეში წყლის პრობლემა არსებობს, რომლის მოგვარება ამ დრომდე ვერავინ შეძლო. წყალი ქვედა უბნიდან ადის ზედა უბანში, თუმცა, დებეტი არ ჰყოფნის. წყალს ქვედა უბნელები სარწყავადაც იყენებენ. ზედაუბნელებმა გამოსავლი მოძებნეს და წყალი ტყიდან გამოიყვანეს. მძიმე დღეში დავრჩით შუაუბნელები. ჩვენთან მოსული წყალი იმდენად მცირეა, რომ 5-ლიტრიანი ბალონის ავსებას მთელი დღე სჭირდება" - ამბობს დიანა საღრიშვილი.

დიანა საღირაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა სწორად დაგეგმარება:

,,ამოვიდეს ვინმე და სწორად დააგეგმაროს გაყვანილობა. ვითხოვთ, რომ შუაუბნის სისტემა ზედაუბანზე მიაერთონ."- აღნიშნა დიანა საღრიშვილმა.

მერის წარმომადგენელმე ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში გურამ ბარნოვმა განაცხადა, რომ გამოსაცვლელი იყო დაჟანგული მილი, რომელიც პლასტსმასის მილით შეიცვალა.

,,ამჟამად სოფელ ნოსტეში მცხოვრებ ყველა ოჯახს მიეწოდება სასმელი წყალი. მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე სოფლის მოსახლებას ვყოფთ ორ თანაბარ ნაწილად. ჯერ ერთ ნაწილს პირველ დღეს მიეწოდება წყალი, ხოლო მეორე დღეს - მეორე ნაწილს. სოფელში ამჯამად მუდმივად 157 ოჯახი ცხოვრობს. ნოსტე მთიანი სოფელია. ზაფხულის პერიოდში შედარებით მეტია წყლის მოხმარება და გვიწევს განაწილება." - აცხადებს ბარნოვი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები