გორში მასწავლებელთა გამოცდაზე 55 აპლიკანტი არ გამოცხადდა
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დაიწყო. დღეს მასწავლებლები გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ.

როგორც qartli.ge-ს გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ გვერდწითელმა განუცხადა, დღეს ტესტირების მხოლოდ ერთი სესია მიმდინარეობს, სადაც დარეგისტრირებული იყო 399 პედაგოგი, თუმცა, მათგან მხოლოდ 344 გამოცხადდა.

გვერდწითელისვე ინფორმაციით, რეგისტრაციაზე ერთმა აპლიკანტმა დააგვიანა, რის გამოც ის გამოცდიდან მოიხსნა. 

რუისის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგმა დაგვიანების მიზეზად ტრანსპორტის დაგვიანება დაასახელა. პედაგოგების გამოცდა პროფესიულ უნარებში ხვალაც გაგრძელდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები