ლომჭაბუკის ახალ სკვერში გარევაჭრობა განახლდა
გორში, ლომჭაბუკის ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გარევაჭრობა განახლდა. უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა დღეს დილიდან მიმდინარეობს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზარში მომხმარებელი ნაკლებად შედის და აღნიშნული ლოკაცია ამიტომ შეარჩიეს.

გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში qartli.ge-ს უთხრეს, რომ ზედამხედველობის სამსახური შესაბამის ზომებს მიიღებს.

სკვერის რეაბილიტაცია პროექტ "ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის" ფარგლებში განხორციელდა.

სამუშაოები იმ გრანტით შესრულდა, რომელიც 2017 წლის ბოლოს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტს მისცა. საუბარია 1 800 000 ლარზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები