წელს გორში 79 მოქალაქეს ტაქსიში ნივთები დარჩა
2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გორში, 79 მოქალაქეს ნივთები ტაქსიში დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას სერვისი ,,მაქსიმი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მგზავრები ყველაზე გულმავიწყები, იანვრის თვეში არიან, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს საახალწლო დღესასწაულებითაც.

უმეტეს შემთხვევაში, სერვისის მომხმარებლები ტაქსებში ტოვებენ ტელეფონებს, საბუთებს, გასაღებებსა და ჩანთებსაც კი.

,,მძღოლებმა იციან, რომ დაკარგული ნივთის აღმოჩენისთანავე საჭიროა მგზავრთან დაკავშირება მის დასაბრუნებლად. თუ ამას ვერ ახერხებენ, უნდა მიიტანონ დაკარგული ნივთი კომპანიის ოფისში." - აღნიშნავენ კომპანიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები