ჩხუბი გორში - პატრულმა ზარის ინიციატორი დააკავა
გორში, წმინდაწყალაზე 50-წლამდე ასაკის მამაკაცებმა იჩხუბეს. ისინი ძმები არიან. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

ერთ-ერთმა ძმამ პატრული გამოიძახა და განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ. თუმცა, ადგილზე მისულმა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, სწორედ, ზარის ინიციატორი დააკავეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა)  წარდგენილი ოქმის საფუძველზე, სასამართლომ დაკავებული მამამაცი დააჯარიმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები