დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ერთი კვირის მანძილზე 153 მძღოლი დააჯარიმეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ერთი კვირის მანძილზე, საგზაო მოძრაობის
წესების დარღვევის გამო, 153 მძღოლი დააჯარიმეს. ამის შესახებ
ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.
ოსური მედიის ცნობით, რეიდები გასულ კვირას ჩატარდა. რეიდების
შედეგად, 8 პირი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევებს, დე-ფაქტო რესპუბლიკის მილიციის
ცნობით, ერთ კვირაში ორი ფაქტი დაფიქსირდა, რა დროსაც სამი ადამიანი
დაშავდა.
სტატიის გამოყენების პირობები