კომპანია ,,გიორგი ჯინო 1972"-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ გორის
მერიისა და მისი სატენდერო კომისიის საქმიანობაში კორუფციული
გარიგების ნიშნები შეინიშნება. ის იმასაც აღნიშნავს, რომ მერიის
სატენერო კომისია არაკვალიფიციური ორგანოა.
,,ჯინო 72"-ის დამფუძნებელს მაგალითისთვის სოფელ რეხის სასაფლაოს
შემოღობვასთან დაკავშირებული ტენდერი და მისი შედეგები მოჰყავს.
როგორც ირკვევა, 10 ივლისს, რეხის სასაფლაოს შემოღობვასთან
დაკავშირებულ ტენდერში ი/მ ზებურ აბულაძე გაიმარჯვა. სამუშაოების
ღირებულება 27 ათასს ლარს შეადგენს.
,,ჯინო 72"-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ტენდერი ზებურ აბულაძეს
ისე მოაგებინეს, რომ ის მიდგომები არ მოსთხოვეს, რასაც ,,ჯინო 72"-ს
აპრილში სთხოვდნენ. საუბარი ეხება გეგმა-გრაფიკს თავისი ფინანსური
ხარჯებით.
,,მოვითხოვ გაუქმდეს სატენდერო კომ ისიის სხდომის 2019 წლის 10
ივლისის გადაწყვეტილება ი/მ ზებურ აბულაძის გამარჯვებულად გამოვლენის
შესახებ და ტენდერში მოთხოვნილი პირობების შესაბამისად მიეცეს
დისკვალიფიკაცია, რადგან მიღებული გადაწყვეტილება სრულიად
ეწინააღმდეგება კანონს; ეს ფაქტი ბადებს ეჭვს მივიჩნიოთ, რომ
აღნიშნული სატენდერო კომისია არის არაკვალიფიციური ან ადგილი აქვს
კორუფციულ გარიგებას, რაც კანონით აკრძალულია." - აღნიშნავს კომპანია
,,გიორგი ჯინო 72-ის წარმომადგენელი.
ცნობისათვის, შპს ,,გიო ჯანო 1972"-ს მანამდე, ორი თვით ადრე,
დისკვალიფიკაცია, საბავშვო ბაღების ნაწილობრივ რეაბილიტაციისთვის
გამოცხადებულ ტენდერში მისცეს.
2019 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერი ეხებოდა გორის
მუნიციპალიტეტის სოფლებში - შავშვების N2, ხიდისთავი, ახალუბანი,
ახალდაბა, ქიწნისი ძევერა, კარალეთის N 1, კარბი, სვენეთი, სკრა,
სათემო, ხელთუბანი, შერთული, დიცი, ზეღდულეთი შავშვები, ფლავი და
ატენი, - საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაციის სამუშაოებს.
სატენდერო ხელშეკრულების ფასი 35 ათას ლარს შეადგენდა.
გორის მერიის სატენდერო კომისიას ერასტი ელიჯარაშვილი ხელმძღვანელობს.
მასთან ერთად, კომისიაში 10-მდე წევრია. კომპანია ,,გიორგი ჯინო
1972"-მ, გორის მერიის გადაწყვეტილებები გაასაჩივრა. რეხის
სასაფლაოსთან დაკავშირებით სხდომა 16 ივლისსა ჩანიშნული.

სტატიის გამოყენების პირობები