პოლიციამ გამყოფ ხაზთან ორი ძებნილი დააკავა - ცხინვალი დაკავებულების გადაცემას ითხოვს
მძიმე დანაშაულში ბრალდებულები - ქობისოვი და გაბარაევი დაკავებულები არიან. ამის შესახებ ოსურ მედიას დე-ფაქტო რესპუბლიკის მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევმა განუცხადა.

მისი თქმით, დაკავების შესახებ, ინფორმაცია დე-ფაქტო ხელისუფლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აცნობა.
,,ჯერჯერობით, გვარები არ გვითხრეს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ძებნილები არიან. ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია" - განუცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს მინისტრმა, იგორ ნონიევმა ჟურნალისტებს.

ქობისოვს და გაბარაევს ცხინვალის მილიცია დიდი ხანია ეძებს. ორი დღის წინ, ძებნილებს ცხინვალის რაიონის სოფელ ზალდაში მიაკვლიეს. ძებნილებმა მილიციის თანამშრომლებს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.

მძიმედ დაიჭრმა მილიციის ორივე თანამშრომელი. ურთიერთსროლის დროს დაიჭრა ასევე ერთ-ერთი ძებნილი. დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი აცხადებს, რომ ძებნილებმა მამისაანთუბნამდე (ერგნეთის სიახლოვეს) მიაღწიეს.

18 ივლისს ერგნეთში დაგეგმილია მორიგი შეხვერდა. ოსური მხარე აცხადებს, რომ დაკავებულების გადაცემას, ამ შეხვედრაზე, მათი წარმომადგენელი ეგორ ქოჩიევი მოითხოვს.

იხ. ამავე თემაზე:

ცხინვალში მილიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს - ვინ არიან ძებნილები

ცხინვალში ბიზნესმენების გატაცებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ცხინვალში საკუთარი მანქანით მოქალაქე გაიტაცეს და სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები