გორელმა ძალოსანმა საქართველოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
გორელმა ძალოსანმა ვალერი მეტრეველმა საქართველოს პირველობაზე 17 წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ქვეყნის პირველობაზე, რომელიც საჩხერის დარბაზში ჩატარდა მეტრეველმა 85 კგ შტანგა აკვრაში, ხოლო 102 კგ-იანი ატაცში დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 187 კილოგრამით კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე დადგა.

მეტრველი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზის წარმომადგენელია და სულ ერთი წელიწადია რაც ძალოსნობაში ვარჯიშობს.

ძალოსნობა გორისთვის სპორტის ახალი სახეობაა და აქ მოპოვებული პირველი წარმატება აღსანიშნავი ფაქტია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები