ფლავისმანის სკვერში ფანჩატური, დეკორატიული განათება, სკამები და ნაგვის ურნები დაამონტაჟეს
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ფლავისმანის სკვერში ფანჩატური, დეკორატიული განათება, სკამები და ნაგვის ურნები დამონტაჟდა. ასევე მოხდა სკვერის შემოღობვა და ფილების დაგება.

ინფორმაცია Qartli.ge-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სკვერის მოწყობა სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნით დაიწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პროექტისთვის 22 419 ლარი გამოყო.

უახლოეს მომავალში სკვერის გამწვანებაც იგეგმება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები