გორში, წმინდაწყალზე, კარალეთის დევნილთა დასახლებასთან არსებული
მოსაცდელი ჯიხურები დაზიანებულია.
მათ უმრავლესობას სახურავი ფაქტობრივად გადახდილი აქვს, გარდა ამისა,
ჩამტყვრეულია მინები და სკამები.
დევნილთა ჩასახლების მოპირდაპირე მხარეს სამხედრო აკადემიაა და
შესაბამისად, მოსაცდელი ჯიხურებით დევნილების გარდა, ის ადამიანებიც
სარგებლობენ, რომლებიც აქ მუშაობენ, ან სწავლობენ.
,,დანგრეულია სულ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა არ ზრუნავს
ხალხზე. წვიმის დროს ყველა ვარიანტში დავსველდებით, აზრი არ აქვს
შეფარებას. წესით აქ მინები უნდა ეყენოს, გადაფარებული უნდა იყოს
მარა, არ არის.“-ამბობს ლუკა სეხნიაშვილი.
,,ჩვენ არავისთვის არ მიგვიმართავს, ალბათ თავადაც არავინ
დაინტერესებულა. წვიმის დროს ძალიან ცუდ პირობებს შეგვიქმნის, სჯობს,
რომ გააკეთონ.“-გვეუბნება ლალი წითურაული.
,,გამოსაცვლელია და თუ გაკეთდება ძალიან კარგი იქნება. რამდენიმე თვეა
ასეა და ჯერჯერობით არავინ არ დაინტერესებულა.“-ამბობს გია
კასრაძე.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში qartli.ge-ს უთხრეს, რომ მოსაცდელი
ჯიხურების მოწყობა გეგმაში აქვთ.
,,სოფლების შემდეგ, იგეგმება ქალაქში არსებული მოსაცდელების მოწყობაც.
საუბარია ჯიხურებზე, რომლიც იჯარით არ არის გაცემული. რაც შეეხება
დევნილთა დასახლებასთან არსებულ გაჩერებებს, ჩვენი კეთილმოწყობის
სააგენტო უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს მათ გაკეთებას.“-აცხადებს
მერის მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი.
სტატიის გამოყენების პირობები