,,ჯეოსელი’’ ტარიფებს ცვლის
კომპანია ,,ჯეოსელმა’’ აბონენტებთან უკვე დაიწყო შესაბამისი სმს შეტყობინებების დაგზავნა, რომელიც მომხმარებლებს ტარიფის ცვლილებაზე აფრთხილებს.

კერძოდ, საუბარია, კომპანიის ერთ-ერთი პაკეტის ,,მეტი S-ის’’ გაუქმებაზე, რომლის შეძენაც მოქალაქეებს 5 ლარად შეეძლოთ. 20 აგვისტოდან კი, პაკეტი „მეტი S” აღარ იქნება ხელმისაწვდომი.

სამაგიეროდ, კომპანია აბონენტებს 8 ლარიან პაკეტს “მეტი S+”-ს შესთავაზებს, რომელიც „ჯეოსელის“ პაკეტებს შორის, ყველაზე მინიმალურ ფასიანი იქნება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები