გორში გაიმართება ფესტივალი - ,,უთხარი არა პლასტმასს"
გორში, 25 ივლისს, ფესტივალი სახელწოდებით ,,უთხარი არა პლასტმასს’’ გაიმართება. ღონისძიება და სხვადასხვა აქტივობები 19 საათზე ახალგაზრდობისა და დასვენების პარკში დაიწყება.

,,შემოუერთდი ჩვენს მწვანე ფესტივალს და გაატარეთ ზაფხულის ერთი საღამო ჩვეთან ერთად. იყავი აქტიური და მოიგე ორგანიზაცია CENN - სენის მიერ დაწესებული პრიზები." - მიმართავენ ორგანიზატორები მოქალაქეებს.

ჩატარდება ასევე, კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის შემოქმედებითი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ. პარალელურად საგამოფენო სივრცეებში ხელნაკეთი ნივთები, მხატვრული ტილოები, პლასტმასის ნარჩენებისგან დამზადებული სუვენირები გამოიფინება.

დაგეგმილია ინფორმაციული აქტივობები, სახალისო ქვიზები, საგამოფენო სივრცეებთან სხვადასხვა სახის აქტივობები, ვორქშოპები. სპორტული შეჯიბრები: ბაგირის გადაზიდვა, დაბინძურებული ადგილების აღმოჩენა და დასუფთავება.

საკონცერტო პროგრამის დასრულების შემდეგ, ახალბაღში მდებარე ღია კონოთეატრში ფილმს უჩვენებენ, რომლის ორგანიზატორია კავთისხევის მწვანე კინოკლუბის გუნდი. ფილმის ჩვენების შემდეგ საგანმანათლებლო და შემეცნებითი მიზნებისთვის დისკუსია მოეწყობა.

ფესტივალი CENN - ის პროექტის, ნარჩენების მართვა რეგიონებში WMTR II პროგრამის ფარგლებში, USAID/Georgia-ფინანსური მხარდაჭერით, იმართება. პარტნიორია გორის მუნიციპალიტეტის მერია.

ფესტივალის მიზანია; მოსახლეობაში, პლასმასისის ნარჩენის შემცირების კუთხით, ცნობიერების გაზრდა, პლასტმასის ნარჩენის ზიანისა და საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მოსახლეობის წახალისება .

პროექტი ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში , საქართველოს ოთხ რეგიონში (აჭარის ავტ. რესპუბ. კახეთი შიდა ქართლი და თბილისში) მიმდინარეობს და მას ორგანიზაცია CENN ახორციელებს USAID ის ფინანსური მხარდამჭერით. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის კოდესის, ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულებაში, იმისთვის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასთან იქნება შესაბამისობაში.

პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და ძლიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რათა მიაღწიოს, შეინარჩუნოს და გააფართოოს დასახული ამოცანები და გადაჭრას მდგრადი განვითარების გამოწვევები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები