ხაშურში სოფელ ცხრამუხადან ოსიაურამდე საცობია
ხაშურის მუნიციპალიტეტში მთავარ მაგისტრალზე რამდენიმე კილომეტრ მანძილზე საცობია. ავტომობილებს გადაადგილება სოფელ ცხრამუხადან ოსიაურამდე უჭირთ.

ავტომობილების ნაკადი დიდია, განსაკუთრებით, ბორჯომის მხრიდან. ქალაქის ტერიტორიაზე მძღოლები ცდილობენ 3 მწკრივად იმოძრაონ.

ბორჯომის მხრიდან ხაშურს სოფელი ცხრამუხა ემიჯნება. ავტობანი კი, ოსიაურის შემდეგ იწყება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები