2019 წლის 1 იანვრიდან ივლისამდე შიდა ქართლის ტერიტორიიდან 3
მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ სტატისტიკურ
მონაცემებშია მოცემული, რომელიც შს სამინისტრომ გამოაქვეყნა.
სტატისტიკის მიხედვით, 3 მოქალაქედან ერთი უკვე ნაპოვნია. დანარჩენ
ორს ისევ ეძებენ.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, პოლიცია უგზო-უკვლოდ დაკარგულად სულ 123
მოქალაქეს თვლის. მონაცემები 1973 წლიდან მოყოლებული 2019 წლის
ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
1973 წლიდან მოყოლებული შიდა ქართლის ტერიტორიაზე სულ 387 ადამიანი
დაიკარგა. აქედან 264 მოძებნეს.
სტატიის გამოყენების პირობები