გორში ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" დაშავებული თანამშრომელი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია
,,გორმედის" ექიმის, დავით გასიტაშვილის განცხადებით, დაშავებული პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმე. 50-წლის ასაკის მამაკაცი დღეს ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" კუთვნილი მანქანიდან იმ დროს გადმოვარდა, როდესაც ბანერი გადაჰქონდათ.

,,ზილის" მარკის ავტომანქანა მდინარე მეჯუდას სანაპიროზე მოძრაობდა. მძღოლის თქმით, ქარის გამო, ბანერი ძირს გადმოვარდა. ბანერი თანამშრომელს ხელით ეჭირა. 

,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მიმდინარეობს შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები. პარალელურად უტარდება კვლევებიც. ცნობიერება კვლავ გათიშულია. მძიმე ფაქტთან გვაქვს საქმე", - განაცხდა ექიმმა დავით გასიტაშვილმა.

იხ. ამავე თემაზე:

გორში მუშა მანქანიდან გადმოვარდა

გორში დაშავებული მუშა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს

,,როგორ აღმოჩნდა მამაჩემი მაგ მანქანაზე?" - დაშავებული მამაკაცის შვილი გამოძიებას ითხოვს
Print

სტატიის გამოყენების პირობები