გორის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
გორში დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ ქართლიჯი-ს ,,გორმედის" წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი განცხადებით, მიღებული დაზიანებები, კვლავ, სიცოცხლისთვის შეუთავსებელია. 

,,პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება" - გვითხრეს ,,გორმედში."

გუშინ, საღამოს, დაახლოებით 17 საათზე, ნუგზარ ლამაზოღლი სატვირთო მანქანის ძარიდან გადმოვარდა. მანქანა მდინარე მეჯუდას სანაპიროზე მოძრაობდა.

იხ. ამავე თემაზე:

გორში მუშა მანქანიდან გადმოვარდა

გორში დაშავებული მუშა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს

,,როგორ აღმოჩნდა მამაჩემი მაგ მანქანაზე?" - დაშავებული მამაკაცის შვილი გამოძიებას ითხოვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები