გორის ,,დილა" გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
გორის საფეხბურთო კლუბი ,,დილა" საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა. ახალი მწვრთნელი ფეხბურთელებს, ოფიციალურად, დღეს შეხვდა.

ნემსაძემ საგანგებო ბრიგინგზე გუნდის პერსპექტივის შესახებ, ისაუბრა. მისი თქმით, უახლოესი თამაში კლუბს ბათუმის გუნდთან ელის.

,,დილამდე" გიორგი ნემსაძე "შევარდენი 1906"-ის მთავარი მწვრთნელი იყო.

ამ პოსტზე მან შეცვალა გიორგი დეკანოსიძე, რომლის წასვლის შემდეგ გორულ გუნდს დროებით ირაკლი მოდებაძე ავარჯიშებდა. ნემსაძეს "დილაში" ლაშა ჭელიძე დაეხმარება, ვინც "შევარდენშიც" მისი ასისტენტი გახლდათ.

გორის ,,დილაში" 9 ადგილობრივი ფეხბურთელი თამაშობს. გუნდმა ორი წევრი დაიმატა, მათ შორის, გიორგი ჩოჩიშვილი (პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, შოთა ჩოჩიშვილის შვილიშვილი) და წიქარიძე. გუნდი 3-მა ფეხბურთელმა დატოვა, აქედან, ორი საზღვარგარეთ წავიდა, ერთი კი - ქუთაისის ,,ტორპედოში".

ქვემოთ იხ. პირდაპირი ჩართვა შეხვედრიდან

Print

სტატიის გამოყენების პირობები