,,დილას" ახალი ფეხბურთელები
,,ჩემი კარიერის დიდი ნაწილი ამ გუნდში გავატარე. ჩემ ჩამოყალიბებაში ,,დილას“ დიდი წვლილი აქვს“ - აცხადებს თენგიზ წიქარიძე, რომელიც გორის საფეხბურთო კლუბში დაბრუნდა. ის ბოლოს ქუთაისის ,,ტორპედოში“ თამაშობდა. თენგიზ წიქარიძე, კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად, კლუბის ახალმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ და კლუბის დირექტორმა ივანე ხორგუაშვილმა წარადგინეს.

ახალი ფეხბურთელის სტატუსით, თენგიზ წიქარიძესთან ერთად, გორის ,,დილაში“ გიორგი ჩოჩიშვილი და ალეფ სანტოსი ითამაშებენ. გიორგი ჩოჩიშვილი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის, აწ გარდაცვლილი შოთა ჩოჩიშვილის შვილია. ის ამაყია, რომ მშობლიური ქალაქის გუნდის კარს დაიცავს. ის რამდენიმე წელია ახალგაზრდული ნაკრების მეკარეა.

იხ. ამავე თემაზე: 

გორის ,,დილა" გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა



Print

სტატიის გამოყენების პირობები