გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" მოთავსებულ რამაზ ლამაზოღლის
ნათესავები და ოჯახის წევრები სიახლეს ყოველ წუთს ელოდებიან. მეუღლეს
და შვილს, რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლის და უგონო მდგომარეობაში
მყოფი პაციენტის ნახვის საშუალება აქვთ.
,,გულიც მუშაობს, ყველაფერი, უბრალოდ, თავის არეში აქვს მძიმე
დაზიანებები. იმედი გვაქვს, რომ გადარჩება" - გვითხრა დაშავებულის
შვილის, რაფიკ ლამაზოღლის მეგობრებმა. ისინიც, დაზარალებულის ოჯახის
წევრებთან ერთად, ექიმებისგან ახალ, კარგ ამბებს ელოდებიან.
57-წლის რამაზ ლამაზოლღი 22 ივლისს სატვირთო ავტომანქანის ძარიდან
გადმოვარდა და მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. უგონო მდგომარეობაში
მყოფი მამაკაცი მეორე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია. დაშავებულის
შვილი ამბობს, რომ გასარკვევია, თუ როგორ აღმოჩნდა მამამისი სატვირთო
ავტომანქანის ძარაზე. შვილისთვის ცნობილია, რომ მამამისი მუშაობდა
დასუფთავების სამსახურში და ის სატვირთო ავტომანქანაზე არ უნდა
აღმოჩენილიყო.
,,ვინ და რატომ დაავალა ბანერის გადატანა და სატვირთო ავტომანქანაზე
ასვლა, გამოსაძიებელია" - ამბობს რაფიკ ლამაზოღლი. შემთხვევა მდინარე
მეჯუდას სანაპიროზე მოხდა. დაშავებული გორის მუნიციპალიტეტის ააიპ
,,კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომელია.
იხ. ამავე თემაზე:
გორში მუშა მანქანიდან
გადმოვარდა
გორში დაშავებული მუშა რეანიმაციულ
განყოფილებაში მოათავსეს
,,როგორ
აღმოჩნდა მამაჩემი მაგ მანქანაზე?" - დაშავებული მამაკაცის შვილი
გამოძიებას
ითხოვს.
სტატიის გამოყენების პირობები