უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მზის ელექტროსადგურების მონტაჟი
სექტემბრიდან დაიწყება და იანვრის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ
ინფორმაციას ,,
მთის
ამბები" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით,
საქართველოს მასშტაბით, ასეთი მომსახურებით 178 ოჯახი
ისარგებლებს.
მითითებულ ინფორმაციაში შიდა ქართლის სოფლებიცაა, სადაც
ელექტროსადგურები დამონტაჟდება. ესენია:
გაჩიანთუბანი - გორი
საყავრე - გორი
იფნარა - გორი
ველები - გორი
დრე - გორი
ფიცესი - გორი
დიდი ჭვარები - გორი
საჯია, - გორი
ოჭიორა, - გორი
ლული, - გორი
ჭანჭახა, - გორი
მღებრიანი, - 3 ოჯახი. (გორი)
წითელწყარო - 3 ოჯახი
ხანდისი
ტყემალა - 2 (ქარელი)
სათერძე - ქარელი
ბანი - ქარელი
ყობი - ხაშური
ღუდა - ხაშური
,,ტენდერში, რომლის ღირებულებაც 2 545 400 ლარია, კომპანია „იუჯითიმ“
გაიმარჯვა. 178 ოჯახს მუდმივად ექნება ელექტროენერგია. სიმძლავრე
ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანისა და წყლის გამაცხელებლის
მუშაობასაც ეყოფა." - აღნიშნულია სტატიაში.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მზის ელექტროსადგურის
სისტემის დამონტაჟების შემდეგ მომხმარებელს ელექტროენერგია სახლში
შეუყვანოს. ამასთან, უნდა დააყენოს სულ მცირე 4 დენცქვიტა (შტეფსელი)
და 4 LED ნათურა. მზის ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია,
კომპანია კი მათი დამონტაჟებიდან 3 წლის განმავლობაში ვალდებულია
უზრუნველყოს სისტემის გამართული მუშაობა. ამასთან, საგარანტიო
პერიოდში კომპანიას მომხმარებლებისთვის ცხელი ხაზიც უნდა ჰქონდეს.
სპეციალისტების განმარტებით, სისტემა 1600 კვტ-იანი LG-ის
პანელებისგან შედგება, რომელიც ყველაზე ხარისხიანი და
ძვირადღირებულია. მომხმარებელს ელექტროენერგია, ზედიზედ რამდენიმე
დღის განმავლობაში, ცუდი ამინდის დროსაც კი არ გაეთიშება, მზიან
ამინდში კი ერთდროულად შეძლებს ნათურის, ტელევიზორის, მაცივრის,
სარეცხი მანქანისა და წყლის გამაცხელებლის ჩართვას. ერთი მზის
ელექტროსადგურის აწყობაზე 14 300 ლარია გათვალისწინებული.
სტატიის გამოყენების პირობები