ვარიანში ,,გამქრალი" ბელები შესაძლოა ყინწვისის მონასტრიდან წაყვანილი ცხოველებია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანიდან გაუჩინარებული ბელები შესაძლოა ის ცხოველები აღმოჩნდეს, რომელიც ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა გიორგი კანდელაკს აჩუქა. ცნობილი ქართველი მოკრივე გიორგი კანდელაკი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, არც შეტყობინებებს.

ცხოველთა დამცველები წერენ, რომ ბელები რესტორნის სიახლოვეს ნახეს. ვარიანში კი, რესტორანი გიორგი კანდელაკს აქვს.

,,ჩვენს მონასტერში  ბელები მრევლმა მოიყვანა. წინამძღვარმა გიორგი კანდელაკს აჩუქა, რამდენი იყო, მე ზუსტად არ ვიცი." - გვითხრა ყინწვისის მონასტრის არქიდიაკონმა შიომ. 

2019 წლის 17 ივლისს გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ ვარიანში გადაიღო. ვიდეოს მიხედვით, შენობაში ბელებია გამომწყვდეული. მტკიცებულების სახით, ცხოველთა დამცველებმა გარემოს დაცვის სამინისტროს მიაწოდეს. ვიდეო 17 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

20 ივლისს, qartli.ge გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. გარემოსდაცვითი ზედამხვედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურმა განმარტა, რომ შეტყობინების შემდეგ, თანამშრომლები ვარიანში მივიდნენ.

,,ჩვენი თანამშრომლები, ვიდეოს მოწოდების შემდეგ, დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე, თუმცა იმ შენობაში ბელები აღარ აღმოჩნდნენ. რა მოხდა, ამას უკვე პოლიცია გაარკვევს'' - ამბობს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

2019 წლის 17 ივლისს GSPSA-მ მიიღო შეტყობინება და ფოტო-ვიდეო მასალები დატყვევებული დათვის ბელების შესახებ.

,,როგორც თვითმხილველმა მოგვაწოდა ინფორმაცია, ეს ბელები დატყვევებული ჰყავთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში არსებულ ნაგებობაში, რომელსაც გააჩნია გისოსებიანი სარკმელი. თვითმხილველის ინფორმაციით, ისიინი ყურადღება მიიპყრო ბელების ბღავილმა, რის შემდეგ აღმოაჩინა ეს ნაგებობა და დაინახა ბელები. მანვე გადაიღო ვიდეო და სასწრაფოდ მოგვაწოდა ინფორმაცია"" - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში..

GSPSA-ს ხელმძღვანელობა სასწრაფოდ დაუკავშირდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო-ს და მოითხოვა დაუყონებლივ რეაგირება კანონის სრული დაცვით.

GSPSA იმედოვნებდა, რომ სამინისტროს მხრიდან იქნებოდა რეაგირება, ბელები ჩამოერთმეოდა მოქალაქეს და გადაიყვანდნენ ან ზოოპარკში, ან თავშესაფარში, ხოლო კანონდამრღვევი პირის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ქმედება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები